შაბათი, ივლისი 18, 2026

“ჰეზბოლამ”  ისრაელის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები დაბომბა


“ჰეზბოლამ”  ისრაელის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები დაბომბა

"ჰეზბოლამ" ისრაელის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები დაბომბა ჰაიფას ჩრდილოეთით. The Times of Israel- ის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ რაკეტები პასუხი იყო გასულ კვირას ლიბანში პეიჯერისა და ვოკი-ტალკიის აფეთქებებზე, რის შედეგადაც ტერორისტული ჯგუფის 30-ზე მეტი წევრი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა. თავდასხმა მიეწერება ისრაელს, რომელსაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, ჰეზმოლამ ლიბანიდან ისრაელში არსებული სამიზნეების მისამართით დაახლოებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. საჰაერო იერიშის დროს გამოცხადებული განგაშის დროს მოზარდი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაიჭრა. დაჭრილებიდან 2 მამაკაცია, რომელთა ასაკი დაახლოებით 70 წელია და მათი მდგომარება საშუალო სიმძიმისაა, შედარებით მსუბუქია 16 წლის გოგოს მდგომარეობა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია