შაბათი, ივლისი 18, 2026

“გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ რეჟიმზე”- სალომე ზურაბიშვილი


“გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ რეჟიმზე”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ სოლიდარობას უცხადებს სინდისის პატიმართა ოჯახების მიერ ახალი ფორმატის შექმნას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უცვლელია პლატფორმის ორი მთავარი მიზანი: ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. "გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ რეჟიმზე. ხუთი განცხადება - ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქცია: ევროკავშირიდან კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება, ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს რა უნდა გაკეთდეს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები, ,,ეუთო ოდირის" განცხადება „ფარასთან“ დაკავშირებით. ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები და რეაქციები უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ. ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული და გრძელი , მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს!"_ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია