შაბათი, ივლისი 18, 2026

“გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20000 ლარი დახმარება გაიცემა”


“გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20000 ლარი დახმარება გაიცემა”

გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილთა ოჯახისთვის 20 ათასი ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის – თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით” _ თქვა პრემიერმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია