შაბათი, ივლისი 18, 2026

“გომელაურმა და ჩიქოვანმა გურიაში „ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“


“გომელაურმა და ჩიქოვანმა გურიაში „ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებმა: შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სტიქიის ერთ-ერთი ზონაში - გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში „არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“. შსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ ვერტმფრენში ამ დროს კიდევ ცხრა ადამიანი იყო, მათ შორის: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, უწყების პრესსამსახურის უფროსი, ფოტოგრაფი, ოპერატორი და ოზურგეთის მერი. „[მათ] გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს... ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას“, - წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში. რადიოთავისუფლება



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია