შაბათი, ივლისი 18, 2026

“გლოვის ზარია სამტრედიაში… ჯერ ხომ 9 წლის იყო”


“გლოვის ზარია სამტრედიაში…  ჯერ ხომ  9 წლის იყო”

საზღვარგარეთ 9 წლის სამტრედიელი ბიჭი გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ჯაბა ჩხაიძე მძიმე სენს ებრძოდა. "გლოვის ზარია სამტრედიაში ... სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად... ჩვენი ჯაბა, ჯერ ხომ 9 წლის იყო და ყველაფერი წინ ჰქონდა. სამწუხაროდ, დამარცხდა მძიმე სენთან ბრძოლაში. ეჰ, როგორი უსამართლოა სამყარო.... შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩვენო პატარა ვაჟკაცო! "ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული!",- წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძობს ოჯახს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია