შაბათი, ივლისი 18, 2026

“გიგის ცოლი ვგონივარ და ციხეში რომ მყავდა ქმარი იმაზე მელაპარაკება”


“გიგის ცოლი ვგონივარ და ციხეში რომ მყავდა ქმარი იმაზე მელაპარაკება”

"თურმე, გიგის ცოლი ვგონივარ და ციხეში რომ მყავდა ქმარი იმაზე მელაპარაკება" _ "ტაბულას”დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მალტაში მომხდარი კურიოზული შემთხვევის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. “მალტაზე ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი გამესაუბრა, ადრე შენახვედრი ვარ – ერთხელ, 2006 წელს. მომიკითხა, როგორც ხარო, წონაში დაგიკლია, ალბათ, ინერვიულეო (კარგად ინფორმირებულია ქართულ ამბებზე და ვიფიქრე იცის, აგიზგიზებული კოცონის ამბავი). არა, რას ამბობთ, არ მინერვიულია – უბრალოდ თქვენ რომ გნახეთ, ბავშვი მყავდა ახალი გაჩენილი, ეგ რა სანერვიულო იყო, მთავარია საქმე გამოვიდეს, ერთადერთი რაც აღსანიშნავია, როგორი მიზოგენურია ჩვენი საზოგადოება – თორემ სხვა მხრივ, სახალისო დასაკვირვებელიც კი იყო ეგ პანიკა მეთქი. მიყურებს გაკვირვებული. თურმე, გიგის ცოლი ვგონივარ და ციხეში რომ მყავდა ქმარი იმაზე მელაპარაკება. მის წარმოდგენაში, მაგაზე ვპასუხობდი, რომ მაგრად მეკიდა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია