- ივნისი 08, 2026
“ღვარცოფული ხევის ადიდების სარფთხე მაღალია”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
- ივლისი 16, 2025
- , პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სოფელ გიორგიწმინდასთან ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. "ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების სარფთხე მაღალია. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.