შაბათი, ივლისი 18, 2026

“ღმერთმა ჩაგიბაროს უბედურ დღეზე გაჩენილო“ _ მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა


“ღმერთმა ჩაგიბაროს უბედურ დღეზე გაჩენილო“ _ მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. „ია როგორ მტკივა გული. ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავშობიდან დაწყებული გულის დარდები. ჩემო საწყალო გოგო. ახლა გაგეხსნა ბედი გიხაროდა, რომ გაგიმართლა. რა მოკლე ყოფილა ყველაფერი. შენი საიდუმლოება ყველაფერი მოყოლილი გქონდა ჩემთვის ცხარე ცრემლებით. მენანები ამ ტრაგედიისთვის. საქართველოს მიწა მაინც გერგოს ისე ძალიან ნატრობდი საქართველოში ჩამოსვლას. ღმერთმა ჩაგიბაროს უბედურ დღეზე გაჩენილო“, - წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია