- ივნისი 08, 2026
“გაზაფხულსაც ზღაპრული ამინდის ფონზე შევხვდებით” – მეტეოროლოგი
- თებერვალი 29, 2024
- , პოლიტიკა
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქათველოში ჰაერის ტემპერატურა +21 გარდუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +12 გრადუსამდე დათბება. "ზამთრის ბოლო დღეა და რა მშვენიერი ამინდია ყველგან, მზე ანათებს ჩვენს გულებში და ეს ყველას გვათბობს... გაზაფხულსაც ზღაპრული - მზიანი და თბილი ამინდის ფონზე შევხვდებით. უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა; დასავლეთ საქართველოში +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს აღმოსავლეთში კი +10, +12 გრადუსამდე დათბება. ვრცლად არ ვწერ, რადგან კარგი მეტეო პირობები თვითონ საუბრობს თავის თავზე. გისურვებთ ამინდივით მშვენიერ, მზიან განწყობას",_ წერს ფარტენაძე.