შაბათი, ივლისი 18, 2026

“გადარჩა ბარბარე და გადარჩება საქართველო” _ ირინა სარიშვილი


“გადარჩა ბარბარე და გადარჩება საქართველო” _ ირინა სარიშვილი

როცა ვიღაცის ან რაღაცის გადასარჩენად იბრძვი, მარტო სიყვარული არ კმარა. რწმენაა საჭირო, ურყევი და შეუვალი რწმენა იმისა რომ გადაარჩენ და რომ შენი ძალა მის გადასარჩენად სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამ რწმენით და არა მხოლოდ სიყვარულით გავიქვავე ყველა სხვა გრძნობა - შიში, დაღლა, ყველა ემოცია - როცა ბარბარე ზღვარზე იყო. მხოლოდ ერთი რამე ვიცოდი - არ უნდა გამეკარებინა ახლოს არაფერი გარდა ერთი აზრის - ბარბარე გადარჩება. ვდებდი გაქვავებულ სტატუსებს და მერე თქვენი გამამხნევებელი კომენტარებით ვცოცხლობდი, გამამხნევებელით და არა ცრემლიანით და პესიმისტურით, რომლებიც ეკლებივით მესობოდა გულზე. ზოგი ხვდებოდა ამას და თუ გამხნევება არ შეეძლო, რადგან ცუდ დასასრულსაც უშვებდა, რასაც ნამდვილად ჰქონდა საფუძველი, არც მიკავშირდებოდა იმ დღეებში, ზოგი ვერ მიხვდა რომ მე გამხნევება მჭირდებოდა და მეტი არაფერი, მხოლოდ სამი სიტყვა - ყველაფერი კარგად იქნება. ახალგაზრდები, და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ვის თავდადებასაც ამ დღეებში ვუყურებთ, ამ ქვეყნისთვის, საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, თან ძალიან ლამაზად. თუ სახლში ზიხარ, გვერდით ვერ (არ) უდგეხარ, სიტყვით მაინც გაამხნევე, მარტივად, გასაგებად, რადგან ასეთ დროს ღრმა რეფლექსიები უბრალოდ უადგილოა. ვერც ამას ახერხებ? დაიღალე? აღარ გჯერა არაფრის? კი ბატონო, ნება შენია. თვლი რომ სხვაზე მეტი გააკეთე, სხვაზე მეტად დაიღალე, სხვაზე ბრძენი ხარ - ესეც შენი უფლებაა, მაგრამ სანამ საბრძოლველად გამოსულ ადამიანს რამეს ეტყვი, ეგებ დაფიქრდე რისი მომტანია ეგ შენი თუნდაც არგუმენტირებული პესიმიზმი. რატომ ურყევ სხვას რწმენას საკუთარ თავში? ის ხომ შენთვისაც იბრძვის. შენ არ გჯერა სასწაულის? მე მჯერა! სასწაულს სიყვარულთან ერთად რწმენა ჭირდება. გადარჩა ბარბარე და გადარჩება საქართველო, _ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია