- ივნისი 08, 2026
“ფასები 15%-ითაა გაზრდილი”- თბილისის რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა
- იანვარი 26, 2024
- , პოლიტიკა
2023 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,061 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი,_ ამის შესახებ ნათქვამია Colliers Georgia-ს მიერ უძრავი ქონების ვებგვერდ Recov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 16%-ით არის შემცირებული. გარდა ამისა, 2023 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა სამგორში გაიყიდა. გაყიდული ბინების მიხედვით, თბილისის უბნების რეიტინგი კი ასეთია: სამგორი - 8 643 ბინა; საბურთალო - 8 238 ბინა; დიდი დიღომი/დიღომი - 6 712 ბინა; გლდანი - 4 729 ბინა; ნაძალადევი - 3 914 ბინა; დიდუბე - 3 210 ბინა; ჩუღურეთი - 1 222 ბინა; ვაკე - 1 057 ბინა; კრწანისი - 1 046 ბინა; მთაწმინდა - 1 032 ბინა; ისანი - 594 ბინა; ბაგები - 298 ბინა; ფონიჭალა - 197 ბინა; წყნეთი - 88 ბინა; დიდგორი - 81 ბინა. აღსანიშნავია, რომ თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 2022 წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თუმცა 2023 წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა.