შაბათი, ივლისი 18, 2026

“ევროკავშირმა, შესაძლოა, ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს”- კაია კალასი


“ევროკავშირმა, შესაძლოა, ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს”- კაია კალასი

euronews- ის ინფორმაციით, ევროკავშირი კვლავ განიხილავს ისრაელთან პარტნიორობის შეჩერებას ღაზაში დარღვევების გამო. "თუ ისრაელი ღაზაში სიტუაციას არ გამოასწორებს, ევროკავშირი ივლისში, შემდეგ შეხვედრაზე განიხილავს შემდგომ ზომებს, თუ როგორ შეაჩეროს თელ-ავივთან ასოცირების შეთანხმება",_ განუცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ჟურნალისტებს. „ჩვენი პირველი მიზანი ადგილზე სიტუაციის შეცვლაა, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ შემდგომი ზომები ივლისში“,_ განაცხადა კალასმა. euronews- ის ინფორმაციით, კალასმა აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე მინისტრებს წარუდგინა ევროკავშირ-ისრაელის ასოცირების შეთანხმების რვაგვერდიანი მიმოხილვა, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობდა „მინიშნებები“, რომ ისრაელი არღვევდა შეთანხმების მე-2 მუხლით დაკისრებულ ადამიანის უფლებების ვალდებულებებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია