შაბათი, ივლისი 18, 2026

“ევაკუაცია”- ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა


“ევაკუაცია”- ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ BBC წერს. მაუწყებლის ინფორმაციით, რაკეტამ 4500 კილომეტრი გაიარა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი რაკეტაა, რომელიც ფხენიანმა იაპონიის მიმართულებით გაუშვა. როგორც BBC იუწყება, იაპონიის ჩრდილოეთით, მათ შორის კუნძულ ჰოკაიდოში მცხოვრებმა ხალხმა გაიღვიძა სირენებისა და ტექსტური სიგნალის ხმაურმა, რომელიც ეწერა: "ჩრდილოეთ კორეამ, როგორც ჩანს, რაკეტა გაუშვა. გთხოვთ, ევაკუაციას შენობებში ან მიწისქვეშეთში." იაპონიის მთავრობამ რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედება და მას ძალადობრივი ქმედება უწოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია