- ივნისი 08, 2026
“ეს უიმედოდ გაუნათლებელი, ნახეთ” _ თეა წულუკიანი ჟურნალისტს
- ოქტომბერი 04, 2023
- , პოლიტიკა
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში, მეტრეველის ფეისბუქგვერდზე დაწერილი კომენტარის სქრინს აქვეყნებს: "რა პატივია ქალბატონო, წულუკიანი თეა , რომ ამხელა მინისტრი ქალი ჩემი პოსტების გაზიარებისთვის და ჩემთვის ჭკუის დარიგებისთვის იცლით. აღფრთოვანებული ვარ ასეთი ყურადღებით, მაგრამ პასუხი მაინც უნდა გაკადროთ: პირველი ის, რომ სანამ ჩემს განათლებას შეუდგებით, იქნებ, გაგერკვიათ რას ნიშნავს ირონია, ხუმორბა. კულტურის მინისტრი ბრძანდებით მაინც. არადა, თავი დავიზღვიე და იმ ხალხისთვის, ვინც ხუმრობას ვერ იგებს, ხოლმე, პოსტში სპეციალურად სმაილიკები დავწერე, მაგრამ ეტყობა ამანაც არ მიშველა. მეორეც: რომელმა სასამრთლომ უნდა განმარტოს? ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მონებს რომ ჩააბრეთ მისი მართვა, იმ სასამრთლომ?(ახლა არ მითხრათ, საკონსტიტუციო სასამრთლოსთან მათ შეხება არ აქვთო. სასიცილოდ არ მეყოფა) მესამეც: სამართლაზე არ ვმუშაობ, მაგრამ როცა მჭირდება, როგორმე ვახერხებ გავერკვე სამართლებრივ ნიუანსებშიც, აი, თქვენ რას იზამთ ისტრიაში რომ შეხვალთ პოლიტიკოსად, რომელმაც საკუთარ პრინციპებს თანამდებობა ამჯობინა და უფროსის დავალებით სასამართლოში ის კლანი ჩააბეტონა, რომელთან ბრძოლის ეგიდიდაც პოლიტიკააში მოვიდა? - ეს კია საინტერესო", _ წერს მერაბ მეტრველი.