- ივნისი 08, 2026
“ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება!”
- ოქტომბერი 23, 2021
- , პოლიტიკა
ქარ-თვე-ლი ექი-მი, ქეთი ლობ-ჟა-ნი-ძე, რომელიც საფრანგეთში მუშაობს სო-ცი-ა-ლურ ქსელ-ში სტა-ტუსს ავ-რცე-ლებს, სა-დაც კო-ვი-დის კიდევ ერთ მომავალ მსხვერპლ ქართველზე წერს. მისი ინ-ფორ-მა-ცი-ით, თამ-რი-კო ღლონ-ტი ან-ტი-ვაქ-სე-რე-ბის მო-რი-გი მსხვერ-პლია. "ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება! ანტი-ვაქსერების მავნებლური დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი აუცრელობას ნანობს! იმ სექტას მივმართავ, ჩემგან დამუნათება რომ იუკადრისა, ბოდიში, მცირედით შემოვიფარგლე, გინება არ შემიძლია! რაც არ უნდა ილანძღოთ, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი! დიახ, მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ჩვენი, ექიმების გაფრთხილება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი "გრიპი" და წინ დიდი განსაცდელი გველოდა! ვინც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას და მრავალთა შორის ჩემი მამა შეიწირა, მისი სიცოცხლე თქვენი ყველას ერთად აღებულზე ძვირფასი იყო! მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, მტერი არ ყოლია და ისე წავიდა, ვერც კი დავემშვიდობე! ვერა და ვერ ვეგუები ამას და ჩემს პირად მტრად მიმაჩნიხართ ყველა ის უგულო, ვინც ვირუსს უხანგრძლივებთ არსებობას და ასეთ მზე-ადამიანებს კლავთ ახლაც, როცა გამოსავალი ნაპოვნია მეცნიერების წყალობით! პროგრესის ეპოქაში წყვდიადში რჩებით და სინათლეს არ უშვებთ თავებში! ბევრი ვწერეთ თქვენი ეჭვების გასაფანტად, მაგრამ არაა საშვლი იძულების გარდა! არც ღმერთის გწამთ და არც ადამიანები გებრალებათ!" _ წერს ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში. როგორც შემდეგი კომენტარებიდან ირკვევა, თამ-რი-კო ღლონ-ტი, ქალბატონი, ვის შესახებაც ექიმი ქეთი ლობჟანიძე წერდა, გარდაიცვალა.