- ივნისი 08, 2026
“ერთი თვის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება”- გაფრთხილება მძღოლებს
- აპრილი 01, 2025
- , პოლიტიკა
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. "სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად",_ ნათქვამია განცხადებაში.