შაბათი, ივლისი 18, 2026

“დროას” წევრები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს


“დროას” წევრები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

პარტია "ელენე ხოშტარია-დროას" წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. პარტიის წევრების დაჯარიმების მიზეზი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, კანცელარიის წინ შადრევნის წყლის აკრილის საღებავით შეღებვაა. ისინი ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ. „დროას“ წევრებს ამის შესახებ დღეს, რამდენიმე წუთის წინ აცნობეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია