- ივნისი 08, 2026
“დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ, სირცხვილი არ ვჭამოთ”
- სექტემბერი 28, 2021
- , პოლიტიკა
პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "მივმართავ ყველას ,ქართველებს, არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის , თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ,ღირსეულად უნდა დავხვდეთ, რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია _ ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად! ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება! პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას! კიევი-თბილისი ისტორიული რეისია ! ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო! საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს _ სახელმწიფოს ვკარგავთ!" _ წერს ჩარკვიანი.