შაბათი, ივლისი 18, 2026

“დევინახე ლანდივით მოფრინავდა ზევიდან” _ კორპუსის სახურავიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა


“დევინახე ლანდივით მოფრინავდა ზევიდან” _ კორპუსის სახურავიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 30 წლამდე კაცი სავარაუდოდ გადმოვარდა. _ ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებმა ახალგაზრდა კაცისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. [embed]https://youtu.be/oNV02ZTEOCA?si=4tcielLo3EOlqhYl[/embed]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია