- ივნისი 08, 2026
“დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი”- გაეროს სააგენტოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები
- ნოემბერი 06, 2023
- , პოლიტიკა
ღაზას მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი დაბომბვა გრძელდებოდა. გაეროს 18-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ განცხადებას, რომლითაც მოუწოდებენ ისრაელს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ღაზას სექტორში. როგორც ცნობილია, 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 9922 პალესტინელი. ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი.