შაბათი, ივლისი 18, 2026

“დაჭარით აი შემწვარი გოჭი ვინცხამ, თვარა გეიქცევა აწი”


“დაჭარით აი  შემწვარი გოჭი ვინცხამ, თვარა გეიქცევა აწი”

სოციალურ ქსელ Facebook-ში ერთ-ერთი მომხმარებელი გურიაში, ქორწილში ნათქვამ ფრაზებს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. -ამოყაი ბიძია მაი როკოტანე თავი,მაგ საცივიდან, ბარკალივით რომ ჩაგიყვია შით!ვერ გევიგე რას ბუქსაოფ?! -გამუუღე ლამზირა მაგ გოჭს, მაი ბოლოკი პირიდან!რათ უნდა აწი?! -ვერა.ვერ გამუუღეფ! -რაია,იჭყივლებს თუ?! -რეიზა უბასკუნებს კი მარა,ცოლისძმაი გვერდებში,სიძეს?! -რეიზა და შენ ჩემს დას,რაფერ აკოცე ჩემს თვალწინო! -აუ!მაი აბა,ხვალე,ქლა მოკლავს სიძეს! -ვერიჩქა, რეიზა აკლია ამ სალიანკას პიმპილე?რაია?ენა არდაგიმწიფდა ჯერემ ქლა?! -ნატოია, შენი გაკეთებულია აი საცივი?! -კი.რაია? რას უწუნეფ?! -რას და ხორცი ცალკე მოყობა თუ მეუნდა წამომეღო სახლიდან?! -ე ბიჯო, დაჭარით ახლა აი შემწვარი გოჭი ვინცხამ, თვარა გეიქცევა აწი! -ქალებო, ხაჭაპურებს ვინ აცხობს? -ვინდა ლამზირე! -აუ, მაგან იმფერი ხაჭაპურის გამოცხობა იცის, რომ ყველი გარეთაა და ცომი,შით! -დედო,რამდენი მაყრებია?რა ამბავია?მაგენიზა მეორე ქორწილი უნდა გადეიხადო თვარა, აქანე ვერ დეეტევიენ!



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია