შაბათი, ივლისი 18, 2026

“ცხედრები ძლივს ამოიცნეს”- მძიმე ავარიას გერმანიაში ქართველები ემსხვერპლნენ


“ცხედრები ძლივს ამოიცნეს”- მძიმე ავარიას გერმანიაში ქართველები ემსხვერპლნენ

"გურია ნიუსის" წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემსხვერპლა. როგორც წყარო გვიყვება, ავტოსაზგაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი, 49 წლის მამაკაცი სამეგრელოდანაა. "საშინელებაა. პროზექტურაში ცხედრები ძლივს ამოიცნეს. როგორც ცნობილია, ავტომობილს, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართველი მართვადა, საბურავები გაუსკდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა. უცნობია, როდის მოხდება მათი გადმოსვენება სამშობლოში", _ გვეუბნება წყარო. ინფორმაციას გვიდასტურებს მერის წარმომადგენელი იმ სოფლიდან, საიდაც ერთ-ერთ გარდაცვლილი იყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია