- ივნისი 08, 2026
“ცოცხალი და უვნებელია” _ დაკარგული 27 წლის მამამაკაცი იპოვეს
- დეკემბერი 28, 2024
- , პოლიტიკა
27 წლის ლაშა კობახიძე, რომელსაც 23 დეკემბრიდან ეძებდნენ, ცოტა ხნის წინ იპოვეს. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ლაშას დამ დაუდასტურა. "ცოცხალი და უვნებელია. მადლობა ყველას", _ ამბობს სალომე კობახიძე. შეგახსნებთ, ახალგაზრდა სახლიდან (ავჭალიდან) 23 დეკემბერს, საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.