შაბათი, ივლისი 18, 2026

“ჩვენს ქალაქში დიდი ფეხბურთი ბრუნდება!” _ ავთანდილ თალაკვაძე


“ჩვენს ქალაქში დიდი ფეხბურთი ბრუნდება!”  _ ავთანდილ თალაკვაძე

ჩვენს ქალაქში დიდი ფეხბურთი ბრუნდება! ოზურგეთის "მერცხალმა" საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონობა გაინაღდა და მე-4 ლიგაში გადასვლის უპირობო კანდიდატია! საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ 13 გუნდს შორის, რეგიონული ლიგის „გ“ ჯგუფში 62 ქულით ლიდერობს (20 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 103:18) და პირველ ადგილზეა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ლიგის დასრულებამდე ერთი თამაში დარჩა, სადაც „მერცხალი“ 26-ე ტურში ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, მერცხალის სტადიონზე გაიმართება. _ წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია