- ივნისი 08, 2026
“ჩვენი გიო…. ღმერთო, რატომ? – ხობში 3 წლის ბავშვს გლოვობენ
- ივლისი 26, 2025
- , პოლიტიკა
ხობში 3 წლის ბავშვს გლოვობენ. "ჩვენი გიო. ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიტყვები ზედმეტია. უფალმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პატარა ანგელოზი" _ წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში, გუშინ მოხდა _ ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვი გამთენიისას დაიღუპა. რაც შეეხება დედას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.