- ივნისი 08, 2026
“ჩვენ თუ არ აგვირჩიეთ, მიწასთან გასწორდება ყველაფერიო, ესაა თქვენი მშვიდობა?!”_ ჟურნალისტი ლანჩხუთის მერს
- ნოემბერი 30, 2024
- , პოლიტიკა
ჟურნალისტი სოფო წილოსანი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთელი ლიდერის პოსტს აზიარებს და საქართველოში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. ჟურნალისტი ლანჩხუთის მერს ალექსანდრე სარიშვილს / Aleksandre Sarishvili მიმართავს: "ბატონო ალექსანდრე, არჩევნების წინ საჯარო მოხელეებს ე.წ. ,,კესოს დარბაზში,, ლექციებს რომ უკითხავდით მშვიდობისა და ომის თემაზე, ჩვენ თუ არ აგვირჩიეთ დაინგრევა ქვეყანა, მიწასთან გასწორდება ყველაფერიო, ესაა თქვენი მშვიდობა?! ქოცობა=ომს! და კიდევ, ვინც პირადი გამორჩენისთვის (არ აქვს მნიშვნელობა 50 ლარი მოგცეს, სახლის სახურავი თუ ტენდერი) ,,ოცნება" გააფერადეთ, თქვენ ხართ ამის შემოქმედები, სპეცრაზმელი კი არა თქვენ მიაზილეთ წიხლი ამ ახალგაზრდას და თქვენს შვილებსაც", _ წერს სოფო წილოსანი. "ნახეთ რა უქნეს ორი წუთის უკან,ნახეთ…. მანქანაში კი ჩავუსვით ვიღაცას და მეტი ვეღარ მოვახერხეთ,გამოგვეკიდენ ფაშისტებიი", _ წერს კახა ასკურავა.