შაბათი, ივლისი 18, 2026

“ჩვენ რა დაგვავიწყებს 13-ს” _ რას ჰყვება ივლიტას მამა “გურია ნიუსთან”


“ჩვენ რა დაგვავიწყებს 13-ს” _ რას ჰყვება ივლიტას მამა “გურია ნიუსთან”

21 დაღუპული, ორი დაკარგული, განადგურებული ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები _ 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. ივლიტას მამა, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი "გურია ნიუსთან" საბედისწერო ღამეს გაიხსენა _ ღამე, როცა ივლიტამ დაურეკა და საშველად იხმო. ივლიტა თავის მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად იმ ღამით გამოცდებისთვის ემზადებოდა. "ყვე-ლა-ფე-რი ერთ სა-ათ-ში დამ-თავ-რდა... და-ახ-ლო-ე-ბით, ღა-მის 12-ის ნა-ხე-ვარ-ზე და-მი-რე-კა ჩემ-მა სი-ძემ, სა-ხუ-რავ-ზე ვარ-თო. პირველის 35 წუთზე უკვე ვი-ყა-ვი ამ ფერ-დობ-ზე, ჩა-მოვ-დი-ო-დი და - ჩქა-რა მამა, წყა-ლი დიდ-დე-ბა და მალე მო-დი-თო, _ ივ-ლი-ტამ დამირეკა. ცუდზე არც მიფიქრია. ვამხნევებდი მოვდივართ, მაშველები მომყავს-მეთქი. 6 ბიჭი მიმყვებოდა, მაგრამ სა-ნამ ჩა-მო-ვე-დი, სახლი უკვე წა-ი-ღო... ჩემს სახ-ლთან დიდი თუ-თის ხე იდგა და რო-გორც ჩემი სიძე ჰყვე-ბა, უფიქრიათ, ამ ხეზე გა-და-სვლა, მაგ-რამ უკვე ხეც აღარ იყოო. ბავ-შვე-ბი წყალ-ში რომ ჩაც-ვივ-დნენ, ჩემი სიძე იჭერ-და, მაგ-რამ მერე უკ-ნი-დან რა-ღაც და-ე-ჯა-ხა (ჰქონდა კიდეც ნაიარევი), ჩა-ძი-რა წყალ-ში და მა-შინ გა-ექ-ცა ხე-ლი-დან ივ-ლი-ტა და მა-რი-ა-მი... თვი-თონ ბოძს მო-ე-ჭი-და. მე რომ მო-ვე-დი ამ ად-გი-ლას, დათო მაშინ ამო-დი-ო-და წყლი-დან, ტი-რო-და და ყვი-რო-და"..._ გვიყვება ივლიტას მამა. მამა გიორგის ოჯახი ივლიტას სულის უკვდავსაყოფად ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ოჯახის სახსრებით ჩამოყალიბდა "ივლიტას ფონდი", რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს მართავს. "4 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ "ივლიტას ფონდი", რომელიც მთლიანად ჩვენი ოჯახის სახსრებით ფუნქციონირებს, არავისგან რაიმე დახმარებას არ ვითხოვთ. "გურია ნიუსის" "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ვაწყობთ ლიტერატურულ კონკურსს, რომელში გამარჯვებულთათვის ფულადი პრიზები გვაქვს გამოყოფილი; ჩოხატაურის სამრევლო სკოლის "ივლიტას კაბინეტს" წელიწადში ერთხელ ექსკურსიას ვუფინანსებთ; იმ სკოლებში, სადაც ივლიტა სწავლობდა (შუა ამაღლების და სამრევლო სკოლები) დამამთავრებელი კლასის წარჩინებულებისთვის გვაქვს ფულადი ჯილდოები; ასევე, ილიას უნივერსიტეტში ვაწყობთ კონფერენციებს და კონფერენციაში მონაწილე რამდენიმე სტუდენტს ვაჯილდოებთ; ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში არის ივლიტას სახელობის სტიპენდია; ივლიტას ფონდის ხარჯებით რამდენიმე წიგნიც დავბეჭდეთ". 13 ივნისი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა, _ გვითხრა მამა გიორგიმ და "ივლიტას ბიბლიოთეკის" შექმნის ისტორიაც გაიხსენა, როცა ენთუზიაზმით, თავდაუზოგავი შრომით და დიდი სიყვარულით უმოკლეს დროში ახალგაზრდებმა, ივლიტას მეგობრებმა, უბრალოდ, ნაცნობებმა თუ სრულიად უცხოებმა შეუძლებელი შეძლეს. მამა გიორგიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველას, ვინც ბიბლიოთეკის შექმნისთვის იშრომა. "პირველ რიგში, უდიდესი მადლობა "გურია ნიუსს" და იმ ბიჭებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით ძალიან მოკლე დროში შეძლეს და შექმნეს ბიბლიოთეკა; ძალიან მოკლე დროში მოხდა ყველაფერი. უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის ივლიტას სახელის ამ ფორმით გაცოცხლება, რომ ასე დაფასებულია ივლიტას სახელი, რომ ბიბლიოთეკა იარსებებს და ივლიტას ხსოვნა მუდამ იქნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "გურია ნიუსს" და ბიჭებს, რომლებმაც დღე და ღამე იმუშავეს, მადლობა ყველას, ვინც წიგნები შემოწირა, მატერიალურად დაეხმარა", _ ამბობს ივლიტას მამა. 2015 წლის შემდეგ ჯიბუტების დიდ ოჯახში 2 ივლიტა დაიბადა. "2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში, ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა. თეკლასაც გოგო შეეძინა და მანაც ივლიტა დაარქვა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ივლიტა დაარქვა შვილს. ასე რომ, ივლიტას ხსოვნა გრძელდება და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი", _ ამბობს მამა გიორგი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია