შაბათი, ივლისი 18, 2026

“ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას, მაგრამ მარცხდებიან” – ვითარება ბახმუტთან


“ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას, მაგრამ მარცხდებიან” – ვითარება ბახმუტთან

უკრაინული ძალები აკონტროლებენ ბახმუტისკენ მთავარ გზას,_ ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის ლეიტენანტმა ნაზარენკომ განაცხადა CNN-თან. „უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ ბახმუტ-კოსტიანტინივკას გზატკეცილს, ის საკმაოდ სტაბილურია. სიტუაცია ბახმუტის ირგვლივ და მის გარეუბანში ძალიან ჰგავს ჯოჯოხეთს, ისევე როგორც მთელ აღმოსავლეთ ფრონტზე“, - განაცხადა ნაზარენკომ. მისი თქმით, ბახმუტ-კოსტიანტინივკას გზატკეცილი გადამწყვეტი მარშრუტია ქალაქში მარაგის მისაღებად. „მტერი ეძებს სისუსტეებს, ცდილობს ჩვენი ძალების ყურადღების გადატანას ბრძოლით, ჩვენი რეზერვების გაყვანით, სხვადასხვა მეთოდებისა და ტაქტიკის შერწყმას. თუმცა ისინი მარცხდებიან“, - აღნიშნა ნაზარენკომ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია