- ივნისი 08, 2026
“ცდება, ვინც ფიქრობს, რომ შეგვიძლია ჰამასის აღმოფხვრა” – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი
- ივნისი 20, 2024
- , პოლიტიკა
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საომარი მიზანი - ჰამასის ტერორისტული ჯგუფის აღმოფხვრა - ამჟამად მიუწვდომელია. ისრაელის მედიის ცნობით, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღაზას ომთან დაკავშირებულ დაძაბულობას პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის. “ჰამასის განადგურების, ჰამასის გაქრობის საქმე - უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალში ქვიშის შეყრაა“, - ციტირებს ჰაგარის განცხადებას Times of Israel. “ჰამასი არის იდეა, ჰამასი არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული - ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის აღმოფხვრა, ცდება,“ - განაცხადა ჰაგარიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ “თუ მთავრობა ალტერნატივას ვერ იპოვის - [ჰამასი] დარჩება ღაზას სექტორში“. [simple-author-box]