შაბათი, ივლისი 18, 2026

“ბავშვი ტიროდა, მეც მითრევდა და ვეღარ დავიჭირეო” – მდინარეში 13 წლის მოზარდს ეძებენ


“ბავშვი ტიროდა, მეც მითრევდა და ვეღარ დავიჭირეო” – მდინარეში 13 წლის მოზარდს ეძებენ

მტკვარში ამ წუთებში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს - მაშველები და მყვინთავები უკვე ორი დღეა 13 წლის მოზარდს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში თევზაობის დროს შემთხვევით ჩავარდა, მისი დახმარება მეგობარმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. "ბავშვმა რომ გამოიარა, ტიროდა, ხელით დავიჭირეო, მეც მითრევდა და ვეღარ დავიჭირეო. დამჯდარა ბავშვი და ისე ჩაცურებულა, სველი რომ იყო ჩაცურდა. დედამაც არ იცოდა, ჩემს ეზოში გადმოვიდა, ვისხედით და მაშინ გავიგეთ, რომ ეს ამბავი მოხდა," - ამბობს რუსთავი 2-თან ერთ-ერთი ადგილობრივი. სამაშველო სამსახურთან ერთად, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია