- ივნისი 08, 2026
“ბათუმელების/ნეტგაზეთის” დირექტორის მოვალეობას თამარ რუხაძე შეასრულებს
- აპრილი 09, 2025
- , პოლიტიკა
„ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ისევ რჩება საპატიმრო დაწესებულებაში. ორგანიზაციისთვის ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენს გამოცემებში დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს,"_ ამის შესახებ განცხადებას "ბათუმელები" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თამარს სხვადასხვა ბეჭდურ თუ სატელევიზიო მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ბოლო სამუშაო ადგილიც მედიის მხარდაჭერას ითვალისწინებდა – 2022-2025 წლებში თამარ რუხაძე აირექსში USAID მედია პროგრამის კონტენტისა და ტრენინგების მენეჯერად მუშაობდა.