შაბათი, ივლისი 18, 2026

“ასწავლი ადამიანებს წერა-კითხვას, მუშაობას, ხეზე ასვლას და”… _ რას წერს ჟურნალისტი


“ასწავლი ადამიანებს წერა-კითხვას, მუშაობას, ხეზე ასვლას და”… _ რას წერს ჟურნალისტი

შეიძლება გოიმობაცაა, რასაც ვწერ, უბრალოდ, ყველაფერს ვაკვირდები და ამ დაკვირვების შედეგის არგაზიარება, დამკვირვებლისთვის, სოციოლოგიიით გატაცებულისთვის, დანაშაულის ტოლფასია. რა უნდა დავწერო და... ასწავლი ადამიანებს, წერას და კითხვას, მუშაობას და ხეზე ასვლას... ზოგ მათგანს, სამსახურსაც "გაუჩითავ", "ხალხში გარევ" და უცებ ჩათვლიან, რომ ამას იმსახურებდნენ, ვალდებულება გქონდა, ცდილობენ დაგივიწყონ, რომ საკუთარი უსუსურობა არ გაიხსენონ ხშირად. მერე ამნეზიას დაიმართებენ, მერე გამოშტერებას და ასე ნელნელა, კარგავ ადამიანების დახმარების, მათი "გზაზე დაყენების" სურვილს.... უმადურობა, ეტყობა, ცხოველური გენებიდან გამოგვყვა, მათ უმრავლესობას მადლიერების გრძნობა არ გააჩნია. არადა, მადლიერებას რამდენი რამის გაკეთება შეუძლია და როგორ ატრიალებს ყველაფერს პირწაღმა . ქრისტე აღსდგა! წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია