შაბათი, ივლისი 18, 2026

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, გიორგაძე იქნება დირექტორი თუ არ იქნება” _ შარაშიძე


“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, გიორგაძე იქნება დირექტორი თუ არ იქნება” _ შარაშიძე

ჩოხატაურში, 3 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიციამ 4 პირი დააკავა. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ემუქრებათ. როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის არის შ.პ.ს. ჩოხატაურის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელი ლაშა გიორგაძეც. ვინ შეცვლის ლაშა გიორგაძეს ამის გარკვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შარაშიძესთან ვცადეთ, თუმცა მერმა გვითხრა, რომ აღნიშნული შპს უფუნქციოა და გიორგაძეს ხელმძღვანელის პოსტი ფორმალურად ეკავა. " ლაშა გიორგაძე იყო შპს ჩოხატაურის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი ვალდებულება არ აქვს სახელმწიფოს წინაშე. წლებია რაც მოყვება დირექტორად, პრაქტიკულად, განულებული შპს-ეა არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ის იქნება დირექტორი თუ არ იქნება, არის ფორმალური დირექტორი და არ აქვს ფუნქციური დატვირთვა. ამიტომ ამას არ აქვს საერთო საქმისთვის მნიშვნელობა",_ თქვა შარაშიძემ. შეკითხვაზე, თუ შპს უფუნქციოა, რატომ რჩება ბალანსზე და რატომ გასცემენ ხელფასს,_ შარაშიძე გვპასუხობს: _ არ ვიხდით ხელფასს წლებია უკვე. ბალანსზე იმიტომ რჩება, რომ ძველი ტექნიკებია ჩამოსაწერი, ასაღწერი და ეს პროცესი მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია