შაბათი, ივლისი 18, 2026

“არ მივცეთ უფლება ფეხის მოკიდების”- ჩოხატაურში აქცია დაიგეგმა


“არ მივცეთ უფლება ფეხის მოკიდების”- ჩოხატაურში აქცია დაიგეგმა

გურიაში, "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ხვალ, საპროტესტო აქციის გამართვა ჩოხატაურშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ხვალ ჩოხატაურში ვაპროტესტებთ რუსულ პროპაგანდას, "ალტ-ინფოს" ჯერ დაკეტილ ოფისს. მაქვს ინფორმაცია, ღამღამობით დაძვრებიან შენობაში. არ მივცეთ უფლება ფეხის მოკიდებისა და მოქალაქეების გადაბირებისა. 2 აპრილი, 13 სთ. რუსთაველის 2. ოზურგეთელებო, ჩოხატაურელებო...შემოგვიერთდით. სამოქალაქო აქტიურობას შედეგი მოაქვს. ეს ქვეყანა ჩვენი საპატრონოა!"_ წერს გორდელაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია