- ივნისი 08, 2026
“არ გაპატიებთ ამ კრიმინალს” – ოპოზიციურმა პარტიებმა აქცია დააანონსეს
- ოქტომბერი 31, 2024
- , პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, მათ ამ დღეების განმავლობაში არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები შეაგროვეს, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას ორშაბათს წარუდგენენ. "ორშაბათს, 7 საათზე რუსთაველზე გვინდა კიდევ ერთხელ ვანახოთ მსოფლიოს, რომ არათუ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არამედ, ის რომ ჩვენ ვიცით, რაც ჩაიდინეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს",_ განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.