- ივნისი 08, 2026
“აპრილი საქართველოში იქნება უმეტესად თბილი”- მეტეოროლოგი
- აპრილი 01, 2025
- , პოლიტიკა
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აპრილი უმეტესად თბილი თვე იქნება. "გილოცავთ გაზაფხულს, მშვენიერი ახალი თვის დაწყებას და გეტყვით რომ - აპრილი საქართველოში იქნება უმეტესად თბილი, რაც არ გულისხმობს გაავდრების არ არსებობას, მაგრამ ხშირად გვექნება მზიანი დღეები. კონკრეტულად; შავი ზღვის სანაპირო რაიონები ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16 C, რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +6, +3 C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32 C - მდე. ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. კოლხეთის დაბლობი ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +15, +16 C, რაც ასევე 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +5, +2 C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32 C - მდე. ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ვაკე ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15 C , რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -3 C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +27, +30 C - მდე. ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. გარე და შიდა კახეთი ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +14 C , რაც 1-2 გრადუსით მარალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1, -2 C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +27, +30 C - მდე. ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს",_ წერს კობა ფარტენაძე. მისი თქმითვე, თვის პროგნოზის დაზუსტება ხდება მოკლევადიანი პროგნოზებით, რომლებიც იბეჭდება ამინდის ყოველდღიურ ბიულეტენში.