- ივნისი 08, 2026
“ამისთვის გაწირეს სიცოცხლე 33 წლის” _ “ალტ-ინფოს” ცხრა აპრილი ლანჩხუთში
- აპრილი 09, 2022
- , პოლიტიკა
პრორუსული ორგანიზაციის "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისის პრეზენტაცია ლანჩხუთში დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა, თუმცა, იქედან მოყოლებული ოფისის კარი გამოკეტილი იყო. დღეს, 9 აპრილს ბევრისთვის მოულოდნელად ოფისში ალტ-ინფოელებმა ინვენტარი შეზიდეს და პარტიის ოფისი გახსნილადაც გამოაცხადეს. ამ ფაქტს დღის ბოლოსთვის პრორუსული ორგანიზაციის პარტიის ოფისთან პროტესტის ნიშნად აქტივისტების მობილიზება მოჰყვა. "ლანჩხუთი ყველაფერში ორიგინალურია. როგორც გავიგე, დღეს 9 აპრილს ,,ალტ ინფოს" ოფისი მუშაობას შეუდგა და ამისთვის გასწირეს სიცოცხლე იმ მამულიშვილებმა 33 წლის წინ? ასე დაუფასეთ დაღვრილი სისხლი?" _ დაწერა ფეისბუქზე ფაქტით შეშფოთებულმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩხაიძემ. [simple-author-box]