- ივნისი 08, 2026
“ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს”- ირანის უზენაესი ლიდერი
- დეკემბერი 11, 2024
- , პოლიტიკა
EURONEWS-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირიის მთავრობის დაშლა აშშ-სა და ისრაელის კოორდინირებული ძალისხმევის შედეგი იყო. „ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ის, რაც სირიაში მოხდა, არის ამერიკის და ისრაელის ერთობლივი გეგმის შედეგი“, - თქვა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. „ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ეს მტკიცებულება ეჭვს არ ტოვებს“. მან ასევე დაადანაშაულა მეზობელი ქვეყნის მონაწილეობა, მაგრამ არ დააკონკრეტა, რომელზე იყო საუბარი.