- ივნისი 08, 2026
“ამ რაკეტების აღმოჩენა ძნელია, თუმცა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა მაინც ჩამოაგდეს”
- აპრილი 28, 2023
- , პოლიტიკა
უკრაინაზე უახლესი სარაკეტო თავდასხმის დროს რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ისკანდერ-K სახმელეთო რაკეტები, რომელთა აღმოჩენა ძნელია და მათი გაშვება შესაძლებელია მცირე მანძილიდან,_ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა იური იჰნატმა. „დაზუსტებული ინფორმაციით, ისკანდერ-K რაკეტები დაფრინავდნენ სამხრეთის მიმართულებით. ესეც საკრუიზო რაკეტაა, რომელსაც, პრინციპში, აქვს იგივე ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, რაც კალიბრს, მაგრამ ისკანდერ-K არის სახმელეთო საკრუიზო რაკეტა. არა ბალისტიკური. ეს რაკეტა დაფრინავს ძალიან დაბლა და, შესაბამისად, ძნელია მისი აღმოჩენა და ჩამოგდება. თუმცა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს ასეთი რაკეტები“, - განაცხადა იჰნატმა. სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რაკეტები გაისროლეს ოთხი ტუ-95 ტაქტიკური თვითმფრინავიდან, რომლებიც ჩვეულებრივ მოქმედებენ კასპიის ზღვის ტერიტორიაზე.