- ივნისი 08, 2026
“აი, მაგ თქვენს წამოსულ ნაღდ ცრემლებს ვენაცვალე” _ თაკო ჩარკვიანი ლევან ბერძენიშვილს
- ივნისი 10, 2023
- , პოლიტიკა
„ბატონო ლევან , მივმართავ ლევან ბერძენიშვილს, ახლა მოვისმინე თქვენი გადაცემა საუბარი – ჯანსუღ ჩარკვიანის გახსენება, უბრწყინვალესი ანალიზი -შემოქმედის -პოეტის პიროვნებისა. ჰოდა, მადლობით დავიწყო თუ რა ვთქვა, მართლა არ ვიცი, ამ საოცარი გადაცემისთვის. „და კიდევ მინდა გითხრათ: ჯანსუღის ლექსის “ირინოლას” წაკითვის დროს, “საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი, “რად არ წუხხარ ირინეს”, აი, მაგ თქვენს (უცებ- წამით) წამოსულ ნაღდ ცრემლებს ვენაცვალე, ასე არავის ცრემლი “გამხარებია” ოდესმე . რა ბედნიერებაა ნიჭიერი ინტელექტუალი ადამიანი ამ ქვეყნად. მიყვარხართ, მადლობთ ,თავად უშიშარო!“ _ წერს სოციალურ ქსელში პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.