შაბათი, ივლისი 18, 2026

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა


ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა. დეპარტამენტის თქმით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს და ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს," - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. როგორც უწყება ამბობს, ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია