- იანვარი 28, 2026
“მკვეთრად უნდა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, ვაქცინაცია”- ცერცვაძე
- დეკემბერი 27, 2021
- , კულტურა
„ახლო მომავალში, ველოდებით, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება. ახლა მაინც, როცა „ომიკრონი“ გვიტევს, მკვეთრად უნდა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, ვაქცინაცია და განსაკუთრებით - ბუსტერული დოზის გაკეთება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ის არსებულ ეპიდვითარებას სერიოზულს უწოდებს. „ეპიდვითარება კვლავ სერიოზულია, თუმცა, ბოლო დღეებში, რამდენადმე დასტაბილურდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ის ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ქვეყანაში ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე 50-ს აჭარბებს. წყარო: იმედინიუსი