შაბათი, ივლისი 18, 2026

შიდა ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს


შიდა ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია