- იანვარი 28, 2026
საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა
- სექტემბერი 12, 2022
- , კულტურა
ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. „ბავშვები გარეთ იყვნენ ეზოში, ამიტომ გადარჩნენ. დაშავებით არავინ დაშავებულა, მხოლოდ მინებია ჩამსხვრეული,“ – გვითხრა ამ უბანში მცხოვრებმა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური. წყარო: ბათუმელები