შაბათი, ივლისი 18, 2026

რომელი სამინისტროების სახელწოდებები იცვლება ახალი წლიდან


რომელი სამინისტროების სახელწოდებები იცვლება ახალი წლიდან

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტით თანახმად, იცვლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები. კერძოდ, ახალგაზრდობის კომპონენტი ემატება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სამინისტროების სახელწოდებები განისაზღვრება როგორც - „კულტურისა და სპორტის სამინისტრო" და „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო". კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია