- იანვარი 28, 2026
როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე
- ივლისი 05, 2025
- , კულტურა
ბუზებთან და კოღოებთან ბრძოლაში სწრაფი შედეგის მისაღწევად ჩვენ ხშირად ვიყენებთ ქიმიური პრეპარატებს, თუმცა, ეს პრეპარატები მთლად უსაფრთხო არ არის. ამიტომ, მწერების მოშორება შეიძლება სუნის მეშვეობით, რომელიც მათ არ უყვართ _ ყველაზე მეტად ევკალიპტის სუნი აფრთხობს. სახლის პირობებში ევკალიპტის არომატის შექმნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: _ ჩარგეთ ევკალიპტი ქოთანში _ მისი სუნი დააფრთხობს როგორც ბუზებს, ასევე, კოღოებს. მწერები ამ სუნს აღიქვამენ, როგორც საფრთხეს, რადგან მსგავსი არომატი ჩვენი არეალისთვის არატიპიურია. _ იყიდეთ ევკალიპტის ზეთი აფთიაქებში, დაასხით ბამბაზე და დადეთ ფანჯრის რაფაზე. თუმცა, იყავით ფთხილად _ ევკალიპტის ზეთმა შეიძლება ზიანი მიაყენოს შინაური ცხოველების ჯანმრთელობას. _ შეურიეთ ზეთი წყალში, ჩაასხით შესასხურებელ დიფუზორში და მოასხურე ოთახში.