შაბათი, ივლისი 18, 2026

ყვავილი 20 ცალი 50 თეთრად – ფოტორეპორტაჟი სარვამარტოდ


ყვავილი 20 ცალი 50 თეთრად – ფოტორეპორტაჟი სარვამარტოდ

ქალთა საერთაშორისო დღეს ქალაქ ოზურგეთში ყვავილების სიმრავლე იყო. ამ დღეს ყველაზე მეტად იყიდება ყვავილები. “გურია ნიუსი“ ასეთი დიალოგის მომსწრე გახდა. _ რა ღირს ყვავილი. _ თაიგული 1 ლარი. - რატომღაც ეს ფასი არ აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცისთვის მისაღები და გზას გაუდგა. ყვავილების გამყიდელმა კი მას უფასო შესთავაზა თაიგული. “გაჩუქებ ბებია თუ არ გაქვს. მეტი რა ვქნა, მეც ძალიან მიჭირს.“ _ ეს ქალბატონო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი აღმოჩნდა( ლ.ჩ.-ძე), რომელიც მხოლოდ 8 მარტს ყიდის ყვავილებს. “ყოველდღე არ დავდივარ, მხოლოდ 8 მარტს გამოვდივარ. რა ვქნათ, მეტი გამოსავალი ვერ ვნახე და პურის ფულს ასე გავაკეთებ დღეს. ძალიან უჭირს ხალხს.“ - გვითხრა ლ.ჩ.-ძემ. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ქალაქ ოზურგეთში ქუჩებშია გადაღებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია