შაბათი, ივლისი 18, 2026

იენს სტოლტენბერგს მარკ რუტე შეცვლის


იენს სტოლტენბერგს მარკ რუტე შეცვლის

POLITICO-ს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეცვლის. როგორც გამოცემა იუწყება, ამის შესახებ შეთანხმება ნატოს 32-ვე წევრმა ქვეყანამ შეძლო. ოფიციალური დანიშვნა სავარაუდოდ ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია