- იანვარი 28, 2026
ავტობუსში აგრესიული პირი მგზავრებს ემუქრებოდა
- ნოემბერი 28, 2023
- , კულტურა
ინციდენტი თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ცენზურა არ არის დაცული! თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი! მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ დანით ეცადა დაზიანებების მიყენებას! ხალხი გაჩუმებულია, ხმას არავინ იღებს კონფლიქტი არავის უნდა, პოლიცია არ მუშაობს, დარეკილია და აქამდე არ მომხდარა რეაგირება! სამაგიეროდ ცარიელი ფურცლის გამო შეიძლება დაგაკავონ". როგორც "მთავარი არხი" იუწყება, რამდენიმე საათის წინ ავტობუსში ცივი იარაღით შეიარაღებული აგრესიული პირი მგზავრებს დაუპირისპირდა და დაჭრით დაემუქრა. მიზეზი კი მგზავრების მიერ მიცემული შენიშვნა იყო, რომ დანით შეიარაღებულ პირს ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა შეეწყვიტა. ამის შემდეგ, დანით შეიარაღებული პირი იქ მყოფებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს ემუქრებოდა. საბოლოოდ აგრესიული მოქალაქ ავტობუსის გარეთ აღმოჩნდა. მგზავრები კი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. შსს არაფერს ამბობს, დაკავებულია თუ არა შეიარაღებული პირი. როგორც თვითმხილველი ამბობს, გამოკითხვაზე შეიტყო, რომ პოლიციამ კარგად იცის ვინაა აღნიშნული პირი და სამართალდამცველები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს - "პოლიციის უფროსი გეუბნება, რომ ეს კაცი არაა ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ და ჯერჯერობით ესეთი აგრესია არ გამოუხატავს. რას ნიშნავს, ცოტა გვანამუსებს, რომ ფსიქიურად არაჯანმრთელ ადამიანს რატომ ვუჩივით?" - ამბობს თვითმხილველი "მთავარ არხთან".