პოლიტიკა
თუ ომის დასრულება მოხდა, ეს იქნება შეთანხმება, რომლის მთავარი ხელმომწერი თავად უკრაინა იქნება - ფიქრობთ, რომ უკრაინა ჩვენ რუსეთს გადაგვცემს?! უშვებთ, რომ უკრაინა რუსეთთან ისეთ შეთანხმებას გააფორმებს, რითაც ჩვენ რუსეთს ჩაგვაბარებს?! ამ მოლაპარაკების ნაწილი ასევე ევროკავშირი იქნება და ფიქრობთ, რომ ევროკავშირი რუსეთს ჩაგვაბარებს?! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, უკრაინაში საომარი მოქმედებების კრემლის პირობების გათვალისწინებით შესაძლო შეწყვეტა როგორ აისახება საქართველოზე, ოკუპაციის საკითხზე და რამდენად ნიშნავს ეს იმას, რომ ამით უკრაინის გარდა, საქართველოს ბედიც გადაწყდება, _ იუწყება ipn